მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟებზე მსხვილი კომპანიების აქციები დაეცა

63c8f81acf426
გიორგი თოლორდავა
19.01.23 13:45
1296
ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ვარდნის ტენდენცია ფიქსირდება - გასულ 24 საათში S&P 500 ინდექსი 1.56%-ით დაეცა; Dow Jones-ის ინდექსის ღირებულება 1.81%-ით შემცირდა; ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება 1.24%-ითაა შემცირებული.

გარდა ძირითადი ინდექსებისა, მკვეთრად დაეცა უმსხვილესი კომპანიების აქციებიც, კერძოდ:

Kraft Heinz -6.3%
PNC Financial -6.1%
Carmax -5.9%
Pinduoduo -5.6%
Zions -5.1%
Warner Bro -4.8%
United Airlines -4.6%
Honeywell -3.8%
IBM -3.3%
Coca-Cola -3.0%

ბირჟებზე დაფიქსირებული დაღმასვლის ტენდენცია, უმეტესწილად, ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის სამსახურის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთანაა დაკავშირებული. როგორც ირკვევა, აშშ-ში მომხმარებლის მიერ გაწეული ხარჯები და რიტეილ სექტორის გაყიდვები მოსალოდნელზე გაცილებით მეტად შემცირდა.

აღნიშნული მოცემულობა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მცირდება, რაც რეცესიულ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. რიტელი სექტორის შემოსავლების კლებას, ბუნებრივია, ინვესტორები და ტრეიდერები ნეგატიურად იღებენ, რადგან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების შემოსავლები ძირითადად სწორედ საცალო ვაჭრობაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით კი სუპერმარკეტების ქსელების და ელექტრონული კომერციის პლატფორმების.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები