უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე სოციალური ქსელის, Reddit-ის დებიუტი წარმატებით შედგა.
IPO-ს შედეგად, პირველ სავაჭრო სესიაზე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 9 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც პროგნოზირებულთან შედარებით 50%-ით მაღალი მაჩვენებელია.
სოციალური ქსელი 2005 წელს დაფუძნდა და წლების განმავლობაში მისი მომხმარებლების რაოდენობა 70 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა თითქმის 20-წლიანი ოპერირების მიუხედავად, კომპანია მოგებაზე ჯერაც არ გასულა, უფრო მეტიც, გასულ წელს მან $717-მილიონიანი ზარალი დააფიქსირა.
გამოწვევების მიუხედავად, ინვესტორები Reddit-ის მომავალზე დიდ იმედებს ამყარებენ, რაც მისი მომხმარებლების ლოიალურობით და ნიშურობითაა განპირობებული. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის ხელმძღვანელებს აქვთ მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში სოციალური ქსელი მოგებაზე გასვლას შეძლებს, რის შემდეგაც ის გამართულ ბიზნესად იქცევა და დამოუკიდებლად შეძლებს განვითარებას.