საფრანგეთის ოდის რეგიონში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლმა უკვე გაანადგურა 16,000 ჰექტარი ტყის მასივი და 1 ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. საავადმყოფოში მოხვდა 13 დაშავებული. ხანძრის კერები გაჩნდა რიბოტის სიახლოვესაც. საფრანგეთის შესაბამისმა უწყებებმა უკვე გამოაცხადეს ევაკუაცია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულია 3 ადამიანი.
ბოლო ათწლეულების მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე გამანადგურებელ ხანძარს 2,000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის ამ მასშტაბით გავრცელებას მნიშვნელოვანწილად ხელი გვალვამ, რეკორდულმა სიცხემ და ქარმა შეუწყო. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრენსის ბარომ არსებული ვითარება “უპრეცედენტო კატასტროფად” შეაფასა და მის მთავარ გამომწვევ მიზეზად კლიმატის ცვლილება დაასახელა.
ბოლო დღეებში საფრანგეთში გაჩენილმა ხანძარმა, რომელიც პარიზზე დიდ ტერიტორიაზეა მოდებული უამრავი სახლი უკვე გაანადგურა. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ახლა დასახლება ჟონკიერია. ხანძრით გამოწვეულმა ძლიერმა დაკვამლიანებამ უარყოფითად იმოქმედა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიებზე. ოფიციალური უწყებები შიშობენ, რომ მომავალ წლებში მსგავსი კატაკლიზმების რაოდენობა და მასშტაბურობა კიდევ უფრო გაიზრდება.




























