მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთი და ინდოეთი ვერტმფრენების ერთობლივ ქარხანას ხსნიან

შვეულმფრენი H125

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ინდოეთში ვერტმფრენების პირველი კერძო საწარმო ოფიციალურად გახსნეს. ობიექტი საავიაციო გიგანტის, Airbus-ისა და ინდური Tata Advanced Systems-ის პარტნიორობით აშენდა და ის ადგილობრივი თავდაცვის წარმოების კუთხით აზიური სახელმწიფოსთვის ისტორიულ პროექტად მიიჩნევა.

არსებული ინფორმაციით, ქარხანა მალე გამოუშვებს პირველ H125 მოდელის შვეულმფრენს კამუფლაჟის შეფერილობით და ის როგორც შიდა, ისე რეგიონულ ბაზრებზე იქნება გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ საავიაციო სექტორში ინდოეთისა და საფრანგეთის თანამშრომლობა მხოლოდ შვეულმფრენების წარმოებით არ შემოიფარგლება.

როგორც ცნობილია, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები 114 ფრანგული გამანადგურებლის $40 მილიარდად შესყიდვაზე. ამასთან, ახალი ქარხნის პარალელურად, ოფიციალურად დამტკიცდა ინდოეთის საზღვაო ძალებისთვის 26 Dassault Rafale M-ის გამანადგურებლის მიყიდვა. ამასთან, უახლოეს მომავალში დაიწყება აღნიშნული მოიერიშეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი M88 ძრავების სარემონტო ობიექტის მშენებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები