მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი, დელფინების დასაცავად, თევზაობას დროებით აკრძალავს

თევზაობა

კომერციულ თევზჭერის გამო საფრანგეთში, ბისკეის ყურეში, ყოველწლიურად საშუალოდ 9 000 დელფინი სათევზაო აღჭურვილობას ეწირება. ამ პრობლემასთან საბრძოლველად ქვეყნის ხელისუფლებამ ბისკეის ყურეში თევზაობა თითქმის სრულად შეზღუდა. აკრძალვა ძალაში 22 იანვრიდან შევიდა და 20 თებერვლამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვა შეეხება როგორც ფრანგულ, ისე უცხოურ თევზსაჭერ კომპანიებს. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა და მეთევზეები ცვლილებას აპროტესტებენ. მათი თქმით, საფრთხე მათ საარსებო რესურსებს ექმნება. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ზარალი მილიონობით ევრო იქნება. ამის საპასუხოდ ქვეყნის ხელისუფლება მეთევზეებს კომპენსაციას ჰპირდება. ეკოლოგიის მინისტრის, კრისტოფერ ბექუს თქმით, მოგების დანაკარგის 75% მეთევზეებს “დაუყოვნებლივ აუნაზღაურდებათ”.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ერთთვიანი აკრძალვა საფრანგეთში ატლანტის ოკეანის სანაპიროს შეეხება. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ ესპანეთის საზღვრების მიმდებარედ კი თევზჭერის პროცესი თითქმის სრულად შეწყდება. შეზღუდვა ვრცელდება ნებისმიერ ნავზე, რომლის სიგრძეც 8 მეტრს აღემატება. შესაბამისად, დაახლოებით 450 ფრანგული გემი იძულებული იქნება, პორტში დარჩეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები