საფრანგეთი 2020 წლიდან აპირებს დასაქმების მსურველ მიგრანტებზე გარკვეული კვოტა დააწესოს. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. როგორც გამოცემა იუწყება, საფრანგეთის შრომის მინისტრმა მურიელ პენიკომ განაცხადა, რომ ამ ზომის მიღებაზე დიდი ხანია ქვეყნის მემარჯვენე პოლიტიკოსები ფიქრობენ.
მინისტრმა ფრანგულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კვოტები ამოქმედდება მომავალი ზაფხულიდან. მოგვიანებით კი მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, რომლებზეც კვოტა დაწესდება.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგი არ არის მიგრანტებზე გარკვეული კვოტები დაწესდეს.




























