მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარს დაუჭერს - ეკონომიკის მინისტრი

625e8a45d1894
მარიამ ვარადაშვილი
19.04.22 14:25
789
საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი ბრუნო ლე მერი აცხადებს, რომ ქვეყანა მხარს დაუჭერს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას. “როდესაც ხედავ იმას, რაც დონბასში ხდება, საჭიროა, შეჩერდეს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი”, - აცხადებს ის.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დაფინანსების უმთავრესი წყარო გაზი კი არა ნავთობი იყო.

აქედან გამომდინარე, მინისტრი ამბობს, რომ ნავთობის იმპორტის გაჩერება ომის დაფინანსების პროცესს სერიოზულად დააზარალებს.

ბრუნო ლე მერის მტკიცებით, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის საკითხზე საფრანგეთი ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას შეეცდება, რომელთა ნაწილიც მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმას ყოყმანობს.

ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხზე მუშაობს, თუმცა როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე წევრებს შორის შეთანხმება ვერ ხდება. Reuters-ის ინფორმაციით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას გერმანია ეწინააღმდეგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები