საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი, ბენჟამენ ადადი აცხადებს, რომ საქართველოში ოპოზიციის მიმართ მიმდინარე რეპრესიები მიუღებელია. როგორც ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საფრანგეთი გმობს მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ ქმედებებს 2024 წლის არჩევნების შემდეგ.
„ოპოზიციის რეპრესიები საქართველოში, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის დაპატიმრებითა და გასამართლებით, მიუღებელია.
საფრანგეთი გმობს „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ გადახვევას, 2024 წლის არც თავისუფალი, არც სამართლიანი არჩევნების შემდეგ" – წერს ადადი.
"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ბოლო 2 კვირაში ხუთზე მეტი ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს.




























