მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად €10 მლრდ-ს გამოყოფს

საწვავი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ქვეყნის სათბურის აირების ემისიების შესამცირებლად ეკოლოგიური გეგმა წარადგინა, რომლით თანახმადაც საფრანგეთი 2027 წლიდან ელექტროენერგიისთვის ქვანახშირის სადგურებს აღარ გამოიყენებს, 2030 წლისთვის კი ემისიებს 55%-ით შეამცირებს. 

მაკრონმა ამის შესახებ სპეციალურად მოწვეული მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ 50-პუნქტიანი გეგმისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 10 მილიარდი ევრო გამოიყოფა. გეგმის მიზანი კლიმატის კრიზისის ისე დაძლევაა, რომ საფრანგეთმა სოფლის მეურნეობის ინდუსტრიებში კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. 

პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ საფრანგეთი წიაღისეულ საწვავს, ქვანახშირს, ბუნებრივ აირს არ აწარმოებს, თუმცა მასზე მაინც არის დამოკიდებული, ეკოლოგიური გეგმის შემუშავება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვისაც აუცილებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ მიზანი წიაღისეულ საწვავისგან 60%-იანი გენერაციის 40%-მდე შემცირებას გეგმავს.

სათბურს აირების შემცირებისთვის საფრანგეთი ელექტრომობილების წარმოებასაც გაზრდის. გეგმა ასევე ქარის ელექტროსადგურების აშენებასა და ლითიუმის ბატარეებისათვის აუცილებელი ნედლეულის მოძიებასაც მოიცავს. გარდა ამისა, მაკრონის თქმით, გამოყოფილი ბიუჯეტიდან 700 მილიონი ევრო რკინიგზის ხაზის განვითარებას მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები