მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის 8 აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა - Reuters

airfrance

საფრანგეთის 8 აეროპორტში უსაფრთხოების განგაშის თანხლებით, მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა - ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის საავიაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. აეროპორტებში შემოწმება უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, უსაფრთხოების შემოწმების მიზნით ბოვეს, პაუს, ნიცის, ტულუზის, ლაიონის, ლილის, რენესა და ნანტის აეროპორტები დაიკეტა. ლილის აეროპორტმა კი სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მგზავრების ევაკუაციის მიზეზი ბომბის შესახებ შეტყობინება გახდა.

საფრანგეთში უსაფრთხოების უმაღლესი ზომები მათ შემდეგ გამოცხადდა, რაც 13 ოქტომბერს სკოლის მასწავლებელი, სავარაუდოდ, ისლამისტური თავდასხმისას დაიღუპა. ვერსალის სასახლეც, რომელიც საფრანგეთში ტურისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი წერტილია, ბოლო 5 დღეში მესამედ დაიკეტა.

გასულ კვირას ასაფეთქებელ მოწყობილობაზე გაფრთხილება შევიდა ლუვრშიც, რაც ცრუ განგაში აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები