საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ გადადგა. ის თანამდებობაზე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სულ რაღაც ერთი თვის წინ, 9 სექტემბერს დანიშნა.
გადამდგარი პრემიერ-მინისტრის ამოცანა უმოკლეს დროში ისეთი ახალი სამთავრობო კაბინეტის წარდგენა იყო, რომელიც პოლიტიკურ მხარდაჭერას მოიპოვებდა. ამასთან, ლეკორნუს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტზეც უნდა ემუშავა.
ცნობისთვის, სებასტიან ლეკორნუ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს მხოლოდ 27 დღით იკავებდა. ეს შედეგი კი ქვეყნის ისტორიაში რეკორდულია. ამასთან, მის მიერ შერჩეულ მთავრობის საქმიანობის ხანგრძლივობაც საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. ლეკორნუმ სამთავრობო კაბინეტი გუშინ წარადგინა.
მაკრონის ახლო მოკავშირის გადადგომას ფრანგულ ოპოზიციაში სიხარულით შეხვდნენ. მარინ ლე პენის პარტიის, “ეროვნული ერთობის” ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ პრეზიდენტს პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნისკენ მოუწოდა.
იდენტური პოზიცია დააფიქსირა ულტრამემარცხენე პარტიის ლიდერმა, ჟანლუკ მელონშონმაც.




























