მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში 0.1%-ით შემცირდა

საფრანგეთი

ევროზონის სიდიდით მეორე ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში 0.1%-ით შემცირდა. საფრანგეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემებით ეკონომიკური ვარდნა ექსპორტის 3.5%-იანმა შემცირებამ განაპირობა. უშუალოდ ექსპორტის მიმართულებით ყველაზე დიდი დანაკარგი ავიაციისა და აერონავტიკის სექტორებმა განიცადა. პარალელურად, 0.2%-ით შემცირდა საყოფაცხოვრებო მოხმარება, რაც პირდაპირ დაუკავშირდა ენერგომოხმარების კლებას.

საფრანგეთის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა გარე შოკებმაც იქონია. Reuters-ის ცნობით, ამერიკულმა სატარიფო პოლიტიკამ ქვეყნის ექსპორტი შეამცირა, ხოლო აშშ-ისრაელისა და ირანის ომმა ნავთობის ფასები გაზარდა და ტურიზმი შეაფერხა. ამ ფონზე, უმუშევრობის დონემ 8.1%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი პანდემიის პერიოდის ანუ 2021 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.

ცნობისთვის, საფრანგეთის ეკონომიკამ 2025 წელი შენელებული ზრდით დაასრულა, თუმცა წლიურმა მაჩვენებელმა მაინც 0.9% შეადგინა. მაშინ ეს შედეგი მთავრობის ბიუჯეტით გათვალისწინებულ 0.7%-იან პროგნოზს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები