მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის მთავრობა ვაზის ამოსაძირკვად მევენახეებს დამატებით €130 მლნ-ს გადაუხდის

ფრანგული ვენახი

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ღვინის ინდუსტრიას დამატებით €130 მილიონ ევროს გამოუყოფს ჭარბ წარმოებასთან საბრძოლველად ვენახების ამოძირკვისთვის. მისივე თქმით, ქვეყანა დაფინანსების მისაღებად ევროკავშირსაც მიმართავს. მინისტრმა ენი ჟენევარდმა ასევე სთხოვა სოფლის მეურნეობისა და სურსათის ევროკომისარს, კრისოფ ჰანსენს, დააფინანსოს ყურძნის არარეალიზებადი ჭარბი მარაგის კრიზისული დისტილაცია.

ვენახების ამოძირკვის ეს პროცესი ვაზისა და მისი ფესვების მოჭრას და ნიადაგიდან ამოწევას გულისხმობს, როგორც წესი, სპეციალიზებული აღჭურვილობის, მაგალითად, ღრმა გუთნის გამოყენებით, რაც შესაძლოა ფერმერს ჰექტარზე დაახლოებით €1000 ევრო დაუჯდეს.

“სექტორში ვითარება უარესდება, რაც განპირობებულია როგორც კლიმატის ცვლილებით, ასევე ღვინის (განსაკუთრებით წითელი ღვინის) მოხმარების განუწყვეტელი კლებითა და მწვავე გეოპოლიტიკური დაძაბულობით”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

საქმე ისაა, რომ ჭარბ წარმოებასთან საბრძოლველად ვაზის ამოძირკვის სუბსიდირება საფრანგეთის მთავრობამ 2024 წლიდან დაიწყო. მიდგომას მკაცრად აკრიტიკებენ ღვინის მწარმოებელთა ნაწილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ვენახების შემცირებით ქვეყნის სამხრეთი ტყის ხანძრებისგან კიდევ უფრო დაუცველი ხდება.

ჯერ კიდევ სექტემბერში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ საფრანგეთში ღვინის წარმოება, სავარაუდოდ, გასული წლის წვიმიან სეზონთან შედარებით 3%-ით გაიზრდება, თუმცა ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით შემცირდება, რადგან აგვისტოში სიცხემ და გვალვამ, ასევე ვენახის მცირე ფართობებმა ზოგიერთ რეგიონში წარმოება შეამცირა. ევროკომისიის მონაცემებით, მხოლოდ საფრანგეთში ხანძრების რისკის ქვეშ მყოფი ფართობი, 2040 წლისთვის სავარაუდოდ, 17%-ით გაიზრდება. სათანადოდ მოვლილი ვენახები სწორედ ამ პრობლემას წყვეტენ, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ ვაზის ნაკვეთებს შეუძლიათ “ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების” ფუნქციის შესრულება ცეცხლის გავრცელების შენელებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები