მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს €22 მლდრ-ის აქტივები გაუყინა

623749c071c9d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.22 19:31
1382
საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის და ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა RTL-სთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული და რუსული გამოცემები ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„ჩვენ 22 მლრდ ევროს მოცულობის ცენტრალური ბანკის აქტივები გავყინეთ, ასევე ფრანგულ დაწესებულებებში 150 მლნ ევროს ფიზიკური პირების რესურსები გავყინეთ“, - თქვა მან.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის სიტყვებით, საფრანგეთში სულ 0.5 მლრდ ევროს ღირებულების ქონება იქნა დაყადაღებული, რომელიც 30-მდე რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნოდა. ასევე გაჩერებულია ორი დიდი იახტა, რომლის ღირებულება 150 მლნ ევროა.

"ჩვენ რუსეთის ცენტრალური ბანკის 22 მლრდ ევროს გარდა, რუსი ოლიგარქების 850 მლნ ევროს ღირებულების აქტივების გამოვლენა და გაყინვა შევძელით“, - თქვა მან და დასძინა, რომ ქონების დაყადაღება არ გულისხმობს სახელმწიფოს სასარგებლოდ მის ჩამორთმევას. საქმე ეხება იმას, რომ მფლობელებმა შემოსავლის მიღების მიზნით მისი გასხვისება ვერ შეძლონ. „ქონების ჩამორთმების საფუძველი სისლის სამართლის კოდექსის დარღვევა შეიძლება გახდეს“, - დააზუსტა მინისტრმა და ერთ-ერთი იახტის ჩამორთმევის მაგალითი მოიყვანა, რომლის მფლობელი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევით საფრანგეთის წყლებიდან მის გაყვანას ცდილობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები