მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთმა Apple-ს €150 მილიონის ჯარიმა დააკისრა

france apple

საფრანგეთის კონკურენციის სააგენტომ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-ს 150 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

მიზეზი კონფიდენციალურობის დაცვის ფუნქციონალია, რომელიც მომხმარებლებს აპლიკაციების მიერ პირადი მონაცემების დამუშავების შეზღუდვის საშუალებას აძლევს.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ ფუნქციონალის დანერგვამ კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვია და უპირატესობა Apple-ის მიერ შექმნილ აპლიკაციებს მისცა.

ATT-ფუნქცია Apple-ის პროდუქტებში 2021 წელს გამოჩნდა და აპლიკაციების დეველოპერების მხრიდან კრიტიკა თავიდანვე დაიმსახურა, რადგან პირადი მონაცემების დამუშავების გარეშე, უფასო აპლიკაციები შემოსავლებს ვერ აგენერირებენ, რაც მათ ოპერირებას შეუძლებელს ხდის.

სააგენტოს განმარტებით, კონფიდენციალურობის დაცვა მისასალმებელია, თუმცა ამ ფუნქციონალის დანერგვის მიზანი არა მომხმარებლების დაცვა, არამედ კონკურენტების შეზღუდვა და Apple-ის ძალაუფლების გაზრდა იყო, რაც ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები