საფრანგეთის კონკურენციის მარეგულირებელმა ჩინური ონლაინმაღაზია SHEIN-ი €40 მილიონად დააჯარიმა, რაც კომპანიის მიერ მაცდურ რეკლამას უკავშირდება.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ჩინური კომპანიის მენეჯმენტი მომხმარებელს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა, როგორც ფასდაკლებებთან, ასევე გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებთან დაკავშირებით.
ვებგვერდზე არსებულ ტანსაცმელზე და ნივთებზე SHEIN-ი მომხმარებელს მუდმივ ფასდაკლებებს სთავაზობდა, მაგრამ, როგორც გამოძიებამ დაადგინა, პროდუქტების 57% არ იყო ფასდაკლებული, ხოლო 19%-ზე ფასდაკლება უფრო დაბალი იყო, როცა პროდუქტების 11%-ის შემთხვევაში, ფასები საერთოდაც გაზრდილი იყო. ასეთივე აცდენა იყო კომპანიის გარემოსდაცვით ანგარიშს და რეალურ შედეგებს შორის.
შეგახსენებთ, რომ Shein-ი ჯერ კიდევ 2008 წელს, ჩინეთში დაფუძნდა, მაგრამ მას შემდეგ, კომპანია რადიკალურად გაიზარდა და დღეს, მისი სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს. კომპანიის არსი და შესაბამისად ბიზნესმოდელი ისაა, რომ Shein-ზე ტენდენციური ტანსაცმელი იაფად იყიდება, რის გამოც ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მას ძალიან ხშირად სტუმრობენ.




























