მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთმა და ბელგიამ ჩრდილოეთის ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებული ტანკერი დააკავეს

მაკრონი

ჩრდილოეთის ზღვაში საფრანგეთმა და ბელგიამ გუშინ ღამით, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული ტანკერები დააკავა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პლატფორმაზე X წერს.

"დიდი დარტყმა ჩრდილოვანი ფლოტისთვის: ჩრდილოეთის ზღვაში, ჩვენმა საფრანგეთის საზღვაო ძალების ვერტმფრენებმა გუშინ ღამით, ბელგიის ძალებს დაეხმარნენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ნავთობტანკერზე ასვლაში. ევროპელების გადაწყვეტილებაა, სანქციების აღსრულებით შეწყვიტონ რუსეთის აგრესიის დაფინანსების წყაროები უკრაინაში", - წერს X-ზე საფრანგეთის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები