ჰანოიში სტუმრად ჩასულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთსა და ვიეტნამს შორის ისტორიული მნიშვნელობის, 10 მილიარდი დოლარის მოცულობის სავაჭრო შეთანხმება გააფორმა.
შეთანხმების ფარგლებში, ვიეტნამი საფრანგეთისგან Airbus-ის წარმოებს 20 თვითმფრინავს, სატელიტებს, საზღვაო ტრანსპორტს, თავდაცვით სისტემებს და Sanofi-ის წარმოების ვაქცინებს შეიძენს.
საერთო ჯამში, მხარეებს შორის გაფორმებული იქნა 14 კონტრაქტი, რომელთა დახმარებით ვიეტნამსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური კავშირები გაღრმავდება.
ამასთან, მხარეები სამხედრო ინფორმაციის გაცვლაზე, რეგიონში კოოპერაციაზე და მშვიდობის მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ექსპერტების შეფასებით, ვიეტნამში საფრანგეთის ლიდერის ვიზიტი პოლიტიკური მესიჯია ჩინეთის წინააღმდეგ, რომელიც ვიეტნამს კონკურენტად განიხილავს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ 70 წლის განმავლობაში ვიეტნამი საფრანგეთის კოლონია იყო, შესაბამისად, ქვეყნებს შორის მრავალწლიანი ისტორიული და კულტურული კავშირი არსებობს.




























