მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა

62e8bedaa402f
თათია კაკიაშვილი
02.08.22 13:10
671
საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა. შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა. ინფორმაციას The Indepentent ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველი აგვისტოდან საფრანგეთში ჩასულ მგზავრებს აღარ მოუწევთ კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.

თუმცა ამავე დროს, როგორც საფრანგეთი შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საფრანგეთის მთავრობას შეუძლია, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში შემზღუდავი ზომები ხელახლა აამოქმედოს არა უმეტეს ორი თვის ვადით იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტი გავრცელდება, რომელიც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები