საფრანგეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეების იახტების, ძვირადღირებული მანქანების და სხვა ქონების კონფისკაცია მოახდინოს.
კერძოდ, ქვეყანამ რუსი ოლიგარქების საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა დაიწყო. “იმ რუსების იდენტიფიცირებასაც მოვახდენთ, რომელთაც საფრანგეთში აქვთ აქტივები და რომლებიც შესაძლოა, დავამატოთ ევროკავშირის სანქცირებულთა სიას რუსეთის ხელისუფლებასთან დაკვშირის გამო", - განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას ევროკავშირმა, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა სანქციებით უპასუხეს. სანქციები ფართოა და ასევე მოიცავს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების აქტივების გაყინვას.




























