საფრანგეთში გასამართ ოლიმპიურ თამაშებამდე 8 თვეა დარჩენილი, თუმცა ფრანგები უკვე ზამთრის ოლიმპიადაზე ფიქრობენ.
საფრანგეთმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი, რომლის მიხედვითაც ფრანგული ალპები მზადაა, ზამთრის მთავარი სპორტული ღონისძიების მისაღებად.
ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის სახით 1.6 მილიარდი საკმარისი იქნება თამაშების წარმატებით სამასპინძლოდ.
შეგახსენებთ, რომ შვედეთი კიდევ ერთი კანდიდატია 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე და ბევრი უმთავრეს ფავორიტადაც მიიჩნევს. რაც შეეხება აშშ-ს სოლტ-ლეიკ სიტის, ამერიკელებს თამაშების მასპინძლობა 2034 წელს სურთ.
ცნობილია, რომ 2030 და 2034 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2024 წლის პირველ კონგრესზე გამოაცხადებს.