ბოლო რამდენიმე სეზონია საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ჰომოფობიის წინააღმდეგ კამპანიას ატარებდა და ლიგა 1-ისა და 2-ის მოთამაშეებს ცისარტყელას ფერში გადაწყვეტილი სამკაულებითა და მაისურის ნომრებით ათამაშებდა.
მას შემდეგ, რაც მოთამაშეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ასეთი ფერებით თამაშზე უარი განაცხადა, ფედერაციაში ცვლილებების შეტანაზე დაფიქრდნენ.
ფედერაციაში ფიქრობენ, რომ შექმნან სპეციალური ფორმა, რომელიც ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო იქნება.
ცნობისთვის, გასულ სეზონში არაერთმა მოთამაშემ უარი განაცხადა, ასეთი ეკიპირებით მოედანზე გასვლაზე რის გამოც ფინანსური ჯარიმა მიიღეს და შემოსული თანხები საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჰომოფობიის წინააღმდეგ მებრძოლ კამპანიებს გადაურიცხა.