მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთში ინფლაცია მკვეთრად, 5.8%-იან ნიშნულამდე გაიზარდა

6295f639d8a6b
გიორგი თოლორდავა
31.05.22 15:44
875
საფრანგეთში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად იზრდება. მაისის თვეში წლიური ინფლაციის დონემ 5.8%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 30 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვესთან ინფლაციის მაჩვენებელი 0.7%-ითაა მომატებული, ფასების ზრდა კი ყველაზე მეტად სურსათისა და ენერგორესურსების კატეგორიაში ფიქსირდება.

ეკონომისტების შეფასებით, სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდა კოვიდ-პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე ენერგოპროდუქტების და სურსათის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის ტემპის დაჩქარების ტენდენცია ფიქსირდება სხვა დასავლურ სახელმწიფოებშიც, მათ შორის, საფრანგეთის მეზობელ გერმანიაში, სადაც წლიურმა ინფლაციამ 8.7%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 50 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას გეგმავენ. ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება კი რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები