საფრანგეთში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად იზრდება. თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 6.2%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 30 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვესთან ინფლაციის მაჩვენებელი 0.9%-ითაა მომატებული, ფასების ზრდა კი ყველაზე მეტად სურსათისა და ენერგორესურსების კატეგორიაში ფიქსირდება.
ეკონომისტების შეფასებით, სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდა კოვიდ-პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე ენერგოპროდუქტების და სურსათის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ინფლაციის ტემპის დაჩქარების ტენდენცია ფიქსირდება სხვა დასავლურ სახელმწიფოებშიც, მათ შორის, საფრანგეთის მეზობელ ქვეყნებშიც.
გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას გეგმავენ. სავარაუდოდ, ECB განაკვეთს დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაზრდის.