მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე ვმუშაობთ - საელჩო

602d659c34106
თამთა ჯიჯავაძე
18.02.21 00:00
2953
ცირკულარული მიგრაციის შესახებ საფრანგეთსა და საქართველოს შორის 2019 წელს დადებული შეთანხმების ეფექტური განხორციელებისთვის მზადება მიმდინარეობს, - ამის შესახებ bm.ge-ს საფრანგეთის საელჩოში ქართველების ლეგალურად დასაქმების საკითხზე კომენტირებისას განუცხადეს.

ცნობისთვის, როგორც რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები სამ ქვეყანასთან მიმდინარეობს. მათ შორისაა საფრანგეთიც.

„ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება. სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, ამ ეტაპისთვის ეს არის ბულგარეთი და ისრაელი, ასევე საფრანგეთთან გვაქვს დიალოგი ამასთან დაკავშირებით. ეს არ იქნება ერთწლიანი პროგრამა, ამას ექნება სისტემატიური ხასიათი“, - განაცხადა მინისტრმა.

პასუხად კი საფრაგეთის ელჩმა განგვიცხადა:

„მინისტრმა სავსებით სწორად აღნიშნა, საფრანგეთმა და საქართველომ დადეს შეთანხმება ცირკულარული მიგრაციის შესახებ, რომელიც ძალაში 2019 წლის დასაწყისში შევიდა. მიმდინარეობს მზადება მისი ეფექტური განხორციელებისთვის, განსაკუთრებით საპილოტე პროექტების ჩამოყალიბებით, და იმედი მაქვს, მალე შევძლებ სიახლეები გაცნობოთ“.

შეგახსენებთ, 15 თებერვალს გერმანიაში სეზონურად ლეგალურად დასაქმებისთვის საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ათობით ათასი ადამიანი უკვე დარეგისტრირდა.

ლეგალურად დასაქმების საკითხზე მთავრობა ისრაელთანაც მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები