მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთში, საკრუიზო გემზე სავარაუდოდ ნოროვირუსით გარდაცვალების გამო, 1 700-ზე მეტი ადამიანი იზოლაციაში გადაიყვანეს

საფრანგეთი

ოფიციალური პირების განცხადებით, ოთხშაბათს საფრანგეთის ხელისუფლებამ ბორდოში, საკრუიზო გემზე 1 700-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იზოლაციაში გადაიყვანა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მგზავრი სავარაუდოდ ნოროვირუსით გარდაიცვალა.

Ambassador Cruise Line-ის გემი დასავლეთ საფრანგეთში, ბორდოს პორტში სამშაბათს შევიდა. 1 233 მგზავრიდან უმეტესობა დიდი ბრიტანეთიდან ან ირლანდიიდან იყო.

ჯანდაცვის წარმომადგენელთა განცხადებით, გემ Ambition-ზე მყოფი 90 წლის მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო დაახლოებით 50 ადამიანს ნოროვირუსის სიმპტომები აღენიშნება.

ნოროვირუსი გასტროენტერიტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ღებინებასა და დიარეას იწვევს და უკიდურესად გადამდებია.

გემი, რომელიც 6 მაისს შეტლანდიის კუნძულებიდან გამოვიდა, ბორდოში შესვლამდე გაჩერდა ბელფასტში (ჩრდილოეთ ირლანდია), ლივერპულში (დიდი ბრიტანეთი) და ბრესტში (საფრანგეთი). ბორდოდან ის ესპანეთში უნდა გამგზავრებულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები