მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახურმა ფულის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა

62b94a082f9df
ვიქტორია მღებრიშვილი
27.06.22 10:14
985
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, პასუხისგებაში ერთი პირი მიეცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, კახეთის რაიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიასთან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოების ღირებულება 999 270 ლარს შეადგენდა. ამის შემდეგა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულმა სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული ყალბი დოკუმენტები შეადგინა, რომლებშიც გაზრდილი მოცულობების შეტანის გზით, დამკვეთისგან ზედმეტად მოითხოვა და თაღლითურად 244 623 ლარს დაეუფლა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები