ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირების მიზნით, თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს ნიშნავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სპეციალური მარშრუტები 2 ივლისიდან 30 ივლისამდე პერიოდში იფუნქციონირებს და გამოცდების მონაწილეებს 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.
ავტობუსები გავლენ შემდეგი მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებიდან:
- „ახმეტელის თეატრი“
- „დიდუბე“
- „სამგორი“ (ზედა გასასვლელი)
საგამოცდო ცენტრები, რომელთა მიმართულებითაც დაწესდება ტრანსპორტი: მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს მიიყვანენ შემდეგ საჯარო სკოლებთან გახსნილ საგამოცდო ცენტრებში: №39, №103, №147, №160, №175, №177, №181 და №191.




























