საქართველოში საგანგებო მდგომარეობას პარლამენტი სავარაუდოდ, 18:00 საათზე დაამტკიცებს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
"პარლამენტი საქმის კურსშია და დღეს მიიღებს თავის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის დამტკიცების თაობაზე. დღეს პარლამენტი სავარაუდოდ, 18:00 საათზე შეიკრიბება და იქნება მიღებული გადაწყვეტილება", – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების მიზნით პრემიერ–მინისტრმა პრეზიდენტს უკვე მიმართა. თავის მხრივ, პრეზიდენტი ამ გადაწყვეტლებას პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.
რა იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პირობებში? – იხილეთ დეტალები ბმულზე.




























