მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს 5000 ცალი სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადაეცა

5e8c2ccc3a338
ინგა მურუსიძე
07.04.20 11:46
1237
კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია “ბადაგონმა” 5000 ც სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადასცა.

როგორც bm.ge-ის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სპეციალური ხსნარები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, კომპანიის დირექტორს მედპერსონალის მხარდაჭერისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

ცნობისთვის, აღნიშნული სადეზინფექციო ხსნარები საქართველოშია წარმოებული და სრულად შეესაბამება ამერიკის “საკვებისა და ადმინისტრაციის” მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები