მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს, 7 ოქტომბერს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაა დაგეგმილი. როგორც BM.GE-ს უწყებაში უთხრეს, შეხვედრას "ქართული ოცნების" მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი უმასპინძლებს.

უწყებაში ამბობენ, რომ შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება და მისი ძირითადი თემა "4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები" და არჩევნები იქნება.

4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. პარალელურად, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ნაწილმა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლა. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. იმავე ღამეს დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები და შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით, რომლითაც გუშინ 6 ოქტომბერს 13 პირი დააკავეს. 2 იძებნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები