მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარეო უწყება ტაილანდში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს პასუხობს

ელჩები

"ტაილანდის საჰაერო სივრცე ღიაა და კომერციული ავიარეისები ხორციელდება. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ ალტერნატიული მარშრუტები საქართველოში დასაბრუნებლად", - ამის შესახებ bm.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაილანდში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადეს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლობს ინფორმაციას ტაილანდში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით. ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო კომპეტენციის ფარგლებში უწევს მათ შესაბამის დახმარებას.

ტაილანდის საჰაერო სივრცე ღიაა და კომერციული ავიარეისები ხორციელდება. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ ალტერნატიული მარშრუტები საქართველოში დასაბრუნებლად", - განგვიცხადეს საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, bm.ge-ს ტაილანდში ჩარჩენილი მოქალაქეები დაუკავშირდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ავიაკომპანია Air Arabia-მ დუბაის გავლით უკან დასაბრუნებელი ფრენა გადადო სამი დღით, თუმცა არ არიან დარწმუნებული რომ შემდეგ შესრულდება. ტაილანდში ჩარჩენილებს შორის არიან ტურისტული კომპანია Wonderfly-ს ტურით წასული 43 ადამიანი.

"ტაილანდში საქართველოს ასობით მოქალაქეა ჩარჩენილი... საელჩო ვერ გვეხმარება" - ტუროპერატორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები