მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SAGE-მა 65 წელს ზემოთ ასაკში „ასტრაზენეკას“ გამოყენებას დასტური მისცა - NCDC-ის ხელმძღვანელი

602645e59c29b
ვიქტორია მღებრიშვილი
12.02.21 19:55
646
რამდენიმე დღის წინ BBC გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტზე დაყრდნობით წერდა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 65 წლამდე ასაკის ადამიანები აიცრებიან.

როგორც კომიტეტში აცხადებენ, არასაკმარისი მონაცემები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტურია აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა ასაკოვანი ადამიანების შემთხვევაში.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „კოვაქს“ პლატფორმის მიღმა, ანუ პირდაპირ მწარმოებლისგან საქართველო 150 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მარტის პირველ ნახევრში მიიღებდა.

BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ წამყვანმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვენალს ჰკითხა - ვის პოზიციას გაიზიარებს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრის პროცესში და მოხდება თუ არა ვაქცინით 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა, რაზეც ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით 65 წელს ზემოთ ასაკში სკეპტიციზმი არსებობს, რასაც დიდი განხილვა მოჰყვა.

„ევროკავშირს ჯერ არ აქვს დასტური, მას ჯერ დასტური აქვს მთლიანად „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებაზე იმ პროტოკოლით, რასაც კომპანია იძლევა, ასევე იგივე პროტოკოლით დაამტკიცა ვაქცინა გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა, მაგრამ ეს საკითხი 10 თებერვალს Strategic Advisor Group of Experts-მა (SAGE) განიხილა. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) არსებული სერიოზული ჯგუფი, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს იხილავს და მან მისცა დასტური, რომ „ასტრაზენეკას“ გამოყენება შესაძლებელია 65 წელს ზემოთ, ის არავითარ საფრთხეს არ წარმოაგდნეს და ეფექტურობა დაახლოებით იგივეა, რასაც კომპანია აცხადებს. გასაგებია, რომ ევროკავშირი ცალკე დაუბრუნდება ამ საკითხს და განიხილავს“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ სხვადასხვა კვლევებით „ასტრაზენეკას“ ორჯერადი ინექციის ეფექტურობა 63%-დან 90%-მდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები