მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგურამოში პირველი ამერიკული ტიპის დასახლება - Hillside Estate შენდება

64afaecd30f30
მარიამ იზორია
13.07.23 12:31
2128
თბილისის შემოგარენში ცხოვრების მსურველთა რაოდენობა მუდმივად მზარდია. Პანდემიის შემდეგ ადამიანები არჩევანს მწვანე სივრცეებზე აკეთებენ და ცდილობენ ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვე ჰქონდეთ.

ქალაქგარეთ ცხოვრების მსურველებს მალე, კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი ექნებათ, რადგან საგურამოსთან ახლოს, ახალი, ამერიკული ტიპის პრემიუმ კლასის დასახლება - Hillside Estate შენდება. 14 ჰექტარი ტერიტორია 90 მიწის ნაკვეთად დაიყოფა და ამდენივე სახლი აშენდება. თითოეულ ნაკვეთს, განიერი, მწვანე გაზონით მოწყობილი წინა ეზო და ტროტუარი ექნება. ადგილზე სარეკრეაციო სივრცეები და მოედნები მოეწყობა.

როგორც Hillside Estate-ს თანადამფუძნებელი გიორგი ბერიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, პროექტზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყეს და კომპლექსის მშენებლობა გადაწყვიტეს.

“როგორც მოგეხსენებათ პანდემიის პერიოდსა და მის შემდგომ, თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაზრდილია, მაგრამ ამავე დროს უძრავი ქონების ბაზარზე მოწესრიგებული მიწის ნაკვეთების მიწოდების პრობლემა არსებობს, რაც იმას გულისხმობს, რომ მიწის ნაკვეთებამდე არ არის ხოლმე მიყვანილი შესაბამისი კომუნიკაცია, არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

სწორედ ამ მიზნით, გადავწყვიტეთ თბილისთან ახლოს აგვეშენებინა საცხოვრებელი კომპლექსი. დაინტერესებული მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა მიწის ნაკვეთი, რომელიც ყველა სახის კომუნიკაციით და საერთო ინფრასტრუქტურით იქნებოდა უზრუნველყოფილი”, - ამბობს გიორგი ბერიშვილი.

Hillside Estate-ს მდებარეობაც გამოარჩევს. დასახლებას ერთი მხრიდან თბილისის ეროვნული პარკი, მეორე მხრიდან კი მდინარე თეზამი ესაზღვრება. Საცხოვრებელ კომპლექსში მიწის ნაკვეთის ფართობი 850 კვადრატული მეტრიდან იწყება.

Hillside Estate-ს გაყიდვების მენეჯერი სოფო ანთიძე ყვება, რომ მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რასაც ადასტურებს ისიც, რომ პროექტის 15% უკვე გაყიდულია.

მისივე ინფორმაციით, კომპანია საცხოვრებელი კოპლექსის მომავალ მფლობელებს გადახდის მათზე მორგებულ და მოქნილ პირობებსაც სთავაზობს.

“მიწის ნაკვეთის მფლობელი საჩუქრად ექვსი სახლის პროექტიდან ერთ-ერთს მიიღებს. სურვილის შემთხვევაში მას ასევე შეუძლია, ჩვენი სამშენებლო სტანდარტების გათვალისწინებით, სახლი საკუთარი პროექტით ააშენოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, სწორედ ამიტომ, მიწის ნაკვეთთან ყველა საჭირო კომუნიკაცია მიყვანილია. Რაც ყველაზე მნიშვნელოვანია Hillside Estate-ს ყველა საჭირო ნებართვა უკვე აღებული აქვს, ეს საგრძნობლად ამარტივებს მშენებლობის დაწყების პროცესს.

რაც შეეხება გადახდის პირობებს, ერთიანი გადახდის გარდა, მომხმარებელს შიდა უპროცენტო და საბანკო განვადებასაც ვთავაზობთ, რაც მიწის ნაკვეთის შეძენას უფრო ხელმისაწვდომს ხდის” - აღნიშნავს სოფო ანთიძე.

Hillside Estate-ს ტერიტორიაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რადგან კომპანიისთვის ხარისხთან ერთად განსაზღვრული ვადების დაცვა პრიორიტეტს წარმოადგენს.

Hillside Estate-ს დამფუძნებელი ბექა ბერიშვილი ამბობს, რომ ნაკვეთების მფლობელებისთვის მაქსიმალურად მომზადებული ტერიტორიის დასახვედრად ყველა საჭირო სამუშაო ჩაატარეს.

“მიწის ნაკვეთებთან ყველა სახის კომუნიკაცია უკვე მიყვანილია. Სრულ ტერიტორიაზე ცენტრალური კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემა მოეწყო. მიწის ქვეშ დამონტაჟდა ცენტრალური სანიაღვრე სისტემა.

ტერიტორიაზე ორკილომეტრიანი შიდა გზა მოწესრიგდება. ამ ეტაპისთვის ცენტრალური პარკის დატერასება მიმდინარეობს. Ჩვენთვის, როგორც პრემიუმ კლასის დასახლებისთვის პრიორიტეტული ხარისხია” - აცხადებს ბექა ბერიშვილი.

საგურამოში, Hillside Estate-ს დასახლება მაცხოვრებლებს სიმშვიდეს შესთავაზებს. მნიშვნელოვანია ტერიტორიის უსაფრთხოებაც - დასახლებაში შესვლა მხოლოდ სახლის მეპატრონეებს და მათ სტუმრებს შეეძლებათ.

საცხოვრებელ კომპლექსში ვიდეო კამერები განლაგდება, დაცვის სამსახური კი მობინადრეთა უსაფრთოებაზე 24 საათის განმავლობაში იზრუნებს. თბილისთან ახლოს პირველი ამერიკული ტიპის, პრემიუმ კლასის დასახლების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები