მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში ₾245 მილიონის ჯარიმები შევიდა

სიჩქარის ლიმიტი

2025 წლის 11 თვის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით 245 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 98 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 147 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 204 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 20%-ით, ანუ 41 მილიონი ლარით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები