მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობაზე I-II კვარტალში 100 000-მდე ჯარიმა გამოიწერა

უსაფრთხოების ღვედი

მიმდინარე წლის I-II კვარტალში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის 90 395 სამართალდარღვევა დააფიქსირა.

საპატრულო პოლიციამ ყველაზე მეტი ჯარიმა თბილისში გამოწერა. ჯამში სანქცია წლის პირველ ნახევარში 37 058 შემთხვევაში იქნა გამოყენებული.

შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით იწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, სამართალდარღვევათა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მიმდინარე წლის ორ კვარტალში ბიუჯეტში ჯარიმებიდან 3,6 მლნ ლარზე მეტი შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები