მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთის მოცულობა 83,9%-ით, ტვირთბრუნვა კი 83,5%-ით შემცირდა

ტვირთები

მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტმა 28.4 ათასი ტონა ტვირთი გადაიტანა, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 53.2 მლნ. ტონა-კილომეტრს შეადგენს.

საქსტატის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში წლიურად 83,9% შემცირდა გადატანილი ტვირთის მოცულობა, ტვირთბრუნვა კი 83,5%-ით არის შემცირებული. III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 300 სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25%-ით ნაკლებია.

ჯამში, წელს 9 თვეში საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით 150 ათას ტონაზე მეტი ტვირთია გადატანილი, მაშინ როცა გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში 497 ათას ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა.

ზრდაა სამგზავრო გადაყვანებში. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.1-ჯერ, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 2.2-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. კერძოდ, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 353.5 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 041.4 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 27.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის III კვარტალში 28%-ით მეტი, 1 002.5 ათასი მგზავრი მიიღო, ხოლო აეროპორტებიდან 26,7%-ით მეტი, 1 038.9 ათასი მგზავრი გაემგზავრა.

19,1%-ით არის გაზრდილი საქართველოს აეროპორტებიდან შესრულებული სამგზავრო რეისების რაოდენობა. კერძოდ, მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან 8 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები