მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

საია
20.11.24 18:11
324

#საია აგრძელებს ბრძოლას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე და ცესკოს შემაჯამებელ ოქმისა და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

"საია ასევე ითხოვს სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებას, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან. მათ შორის, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაში მონაწილეობა; პარლამენტისთვის არჩევნების შედეგების შეტყობინება და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიისთვის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა.

საჩივარში დამატებით მოთხოვნილია საქმეზე სამართალწარმოების შეჩერება საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც შეეხება არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები