მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან შემოდის მეორადი ტანსაცმელი საქართველოში - TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა

5ebe7e46f37e2
ვიქტორია მღებრიშვილი
15.05.20 23:40
6982
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 4.4%-ით შემცირდა და 4.8 მლნ დოლარი შეადგინა. (2019 წლის იანვარ-მარტი - 5.0 მლნ დოლარი).

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-მარტში მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან 1 655.2 ტონა მეორადი ტანსაცმელი იმპორტირდა. ტოპ-10 იმპორტიორი ქვეყანაა:

1. თურქეთი - 1.3 მლნ დოლარი, 563.4 ტონა;
2. აშშ - 754.5 ათასი დოლარი, 101.0;
3. გერმანია - 593.4 ათასი დოლარი, 127.5 ტონა;
4. ბელგია - 470.2 ათასი დოლარი, 180.8 ტონა;
5. გაერთიანებული სამეფო - 456.5 ათასი დოლარი, 186.0 ტონა;
6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 194.7 ათასი დოლარი, 71.8 ტონა;
7. იტალია - 139.9 ათასი დოლარი, 54.8 ტონა;
8. ბულგარეთი - 128.5 ათასი დოლარი, 45.5 ტონა;
9. ესპანეთი - 109.9 ათასი დოლარი, 36.0 ტონა;
10. ნიდერლანდები - 106.1 ათასი დოლარი, 33.1 ტონა.

დანარჩენი ქვეყნებიდან ჯამში 520.8 ათასი დოლარი 255.4 ტონა მეორადი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა. 

2020 წლის პირველ სამ თვეში ტოპ იმპორტიორი კომპანიები იყვნენ: შპს ზმანი პლიუსი; შპს მარინა; შპს გამსა; შპს "ეკო"; შპს არჩგრუპი; შპს შამტექს 2; შპს ეჩ.ენ; შპს ბელგიუმ ტექსტილი; შპს ლონდონი 5; შპს ბორა.

რაც შეეხება ექსპორტს, პირველ კვარტალში საქართველოდან მეორადი ტანსაცმლის ექსპორტი მხოლოდ ორ ქვეყანაში თურქეთსა (32.8 ათასი დოლარი) და მოლდოვაში (0.1 ათასი დოლარი) განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 99.8%-ით ნაკლებია (2019 წელი პირველი კვარტალი - 131.2 ათასი დოლარი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები