მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საინსპექციო კონტროლის შედეგად ერთ კომპანიას ღვინის ექსპორტზე უარი ეთქვა - ღვინის სააგენტო

608c16a50e782
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.21 19:00
831
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ექსპორტის რაოდენობის ზრდის პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი, ამიტომ სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

სააგენტოს ცნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში, უწყებამ ღვინის მწარმოებელ 7 კომპანიაში განახორციელა სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. შვიდივე საწარმოში აღებული ღვინის ნიმუშები შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს.

ამასთან, საინსპექციო კონტროლი განხორციელდა 10 კომპანიაში; აქედან ერთ კომპანიას უარი ეთქვა პროდუქციის ექსპორტის განხორციელებაზე.

საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით კი 56 დეგუსტაცია ჩატარდა, სადაც სულ 2263 ნიმუში შევიდა. აქედან 107 უარყოფითად შეფასდა, 2156 კი - დადებითად. სააგენტოში განმარტავენ, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, 2018 წლის 1 იანვრიდან, ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები