მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საინტერესოა ეს პროცესები" - კობახიძე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებაზე

პრემიერი
04.09.24 12:37
546

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებას, ასევე, რიგ შემთხვევებში, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების ანულირებას "საინტერესოს" უწოდებს.

პრემიერმა საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს პროცესები საინტერესოა და მეტ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ინფორმაცია თავისთავად ძალიან საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი არის მგრძნობიარე. ამის იქით კომენტარს არ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საინტერესოა ეს პროცესები, რაც ჩვენ ვიხილეთ“, - თქვა კობახიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებით, რუსეთმა პირველი სექტემბრიდან აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტა და გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები