საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ბოლო სასესიო კვირაში მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ის დაინტერესდა, თუ გაბედავს ოპოზიცია მოსმენაზე შესვლას, რადგან წელს მათ პრემიერი ინტერპელაციით პარლამენტში არ დაუბარებიათ, როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდათ.
„პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში ტექსტის სახით უკვე წარმოდგენილია და პარლამენტის წევრებს შეუძლიათ გაეცნონ. ბოლო სასესიო კვირაში იქნება პრემიერ-მინისტრის ანგარიში პლენარულ სხდომაზე.
საინტერესოა, ოპოზიცია გაბედავს თუ არა შემოსვლას. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ ვერ და არ მიმართა პრემიერ კობახიძეს ინტერპელაციით, მათ შეეძლოთ ყოველ თვე ირაკლი კობახიძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაებარებინათ, და ვერც კი გაბედეს რომ დისკუსიაში შესულიყვნენ ინტერპელაციის ფორმატში ირაკლი კობახიძესთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.