მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო აქტივობა წელსაც მაღალი იქნება - TBC Capital

640ef0e4053f1
გიორგი თოლორდავა
13.03.23 19:30
450
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, 2022 წელს რეკორდულად გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, მიმდინარე წელსაც FDI-ის მოცულობა ქვეყანაში მაღალი იქნება.

“2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ მატება არა მხოლოდ რეინვესტირების ხარჯზე იყო, როდესაც მიღებული მოგების კომპანიის საქმიანობაში დაბანდება ხდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი ინვესტიციების შემოდინება. ეს დინამიკა ლოგიკურია, რადგანაც ზოგადად, მაღალი ეკონომიკური ზრდისას, საინვესტიციო და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნას უფრო დროითი ჩამორჩენა ახასიათებს.

ვფიქრობთ, რომ საინვესტიციო აქტივობა წელსაც მაღალი იქნება. ამასთან, ხელისშემშლელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია, როგორც ლარში, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ვალუტაში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება, მიგრაციის ნაკადსა და ლარის გამყარების მდგრადობასთან დაკავშირებული კითხვები. ეს უკანასკნელი მათ შორის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში გრძელვადიანი პროექტების დაფინანსება უმეტესწილად უცხოურ ვალუტაშია”, - წერია TBC Capital-ის ანგარიშში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები