მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საინვესტიციო პროექტებზე გადაწყვეტილების მიღება მიტინგებზე არ შეიძლება - ჩიქოვანი ნამახვანჰესზე

6051d72388872
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.21 14:45
1169
ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომ გუშინ მომხდარი ავარიული გათიშვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების, მათ შორის ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობა. მისი განცხადებით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული პრობლემები "ცივ გონებაზე" მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაიჭრას. 

"გამოსავალი არის მეტი დიალოგი. დიდ საინვესტიციო და დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღება მიტინგზე ან თუნდაც კამერების წინ არ შეიძლება. ეს უნდა იყოს სამუშაო რეჟიმის ნაწილი - დიალოგით, ცივ გონებაზე მაგიდასთან დასხდომით და არა ცხელ გონებაზე მიღებული გადაწყვეტილებებით," - ამბობს ჩიქოვანი.

მთავრობასა და ინვესტორს შორის მიღწეული შეთანხმებით „ნამახვანიჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება; შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5-მილიონ ლარიანი ფონდი, კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო. 

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პროექტის განხორციელებისთვის ქართველი დირექტორის დანიშვნის საკითხი კომუნიკაციის მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრას ხელს შეუწყობს. თურნავას თქმითვე, თუკი დამატებითი კვლევებით გამოიკვეთება აუცილებლობა, რომ პროექტის სქემაში შევიდეს ცვლილებები, ინვესტორი ამ ცვლილებებს განახორციელებს.

თავის მხრივ, "რიონის ხეობის მცველები" ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების წინააღმდეგ რჩებიან. რამდენიმე დღის წინ მათ მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომაც დაემატა. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები