მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საინვესტიციო ბანკ Bernstein-ის შეფასებით, 2030 წლისთვის საპროგნოზო ბაზრების მოცულობა $1 ტრილიონს მიაღწევს

Polymarket-ი და Kalshi

საინვესტიციო ბანკ Bernstein-ის შეფასებით, 2030 წლისთვის საპროგნოზო ბაზრების ჯამური მოცულობა $1 ტრილიონს მიაღწევს. როგორც ირკვევა, ინდუსტრია მიმდინარე წელს რეკორდული ტემპით გაიზრდება და წლიური ბრუნვა $240 მილიარდს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წლის პირველ თვეებში წამყვან პლატფორმებზე ტრანზაქციების მოცულობამ $60 მილიარდს გადააჭარბა. ეს იმ ფონზე, როცა ფისკალური 2025 წლის მაჩვენებელი მხოლოდ $51 მილიარდს შეადგენდა.

ბაზარზე ამჟამად Kalshi და Polymarket-ი დომინირებენ. Bank of America-ს ანალიტიკოსების ცნობით, Kalshi ამერიკული ბაზრის 90%-ზე მეტს აკონტროლებს და მისი ყოველკვირეული ბრუნვა $3 მილიარდს შეადგენს. როგორც ირკვევა, ბაზრის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა სპორტული, კრიპტო და მაკროეკონომიკური კონტრაქტებია. ექსპერტთა ვარაუდით, მომავალში კორპორაციული სექტორის მხრიდან რისკების ჰეჯირების მოთხოვნაც მკვეთრად გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ საპროგნოზო ბაზრების განვითარების პროცესში მსხვილი ფინანსური პლატფორმებიც ერთვებიან. ამ მიმართულებით მთავარ მოთამაშეებად Robinhood-ი და Coinbase-ი მიიჩნევიან.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მზარდი პოპულარობის ფონზე, ინდუსტრია მარეგულირებლების მხრიდან მკაცრი ზედამხედველობის ქვეშაც მოექცა. თუმცა Bernstein-ის შეფასებით, ეს ბაზრის გრძელვადიან პერსპექტივაზე უარყოფით გავლენას ვერ იქონიებს.

ცნობისთვის, საპროგნოზო პლატფორმების მიმართ ინტერესი თავდაპირველად 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გაიზარდა. შემდგომში კი მომხმარებელთა აქტივობა სპორტულმა და მაკროეკონომიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო დააჩქარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები