მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო ფონდად რეგისტრაციისთვის ეროვნულ ბანკში რამდენიმე ახალი განაცხადი შევიდა - ვიცე-პრეზიდენტი

სებ

საინვესტიციო ფონდად რეგისტრაციისთვის ეროვნულ ბანკში რამდენიმე ახალი განაცხადია შესული - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი ოფიციალურად გახსნის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

ცნობისთვის, ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოში პირველ ავტორიზებულ „ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდს“ აფუძნებს.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, ფონდების აქტივები და მათი რიცხვი მზარდია.

"დღეს, საქართველოში რეგისტრირებულია 8 აქტივების მმართველი და 15 საინვესტიციო ფონდი და მათი რიცხვი მზარდია. გასული წლის ბოლოს მონაცემით, 128 მლნ-ია პორტფელური აქტივების მოცულობა და დინამიკა, სწორედ იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაცილებით მაღალი იქნება მონაცემი ამ წლის ბოლოსთვის. არის რამდენიმე განაცხადი და ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მალე შეემატოს ბაზარს, რათა დანაზოგების ინვესტირება შეძლონ ჩვენმა საცალო ინვესტორებმა", - განაცხადა ეკა მიქაბაძემ.

საინვესტიციო ფონდების რეესტრში შემდეგი ფონდებია დარეგისტრირებული:

  • "აურუმ ინფექთ კაპიტალი"
  • "ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი"
  • "დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი 2"
  • შპს "სტარბრიჯი"
  • ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "ალფა პლიუს აშშ დოლარის სახაზინო ობლიგაციების ფონდი"
  • ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "ფორსაითის განვითარების ფონდი"
  • სს “ბაობაბ კაპიტალი“
  • ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "ევროს უზრუნველყოფილი სასესხო პორტფელი"
  • სს " ქეშ ფლას ქეფითალი"
  • სს "გლობალურად დივერსიფიცირებული ობლიგაციების ფონდი"
  • ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "უძრავი ქონების ფონდი ელისიუმი 1"
  • სს "ფორსაით კაპიტალი"
  • სს “დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი“
  • შპს "გაზელ ფაინენს ჯორჯია"
  • ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "რაშმორი“

რაც შეეხება აქტივების მმართველ კომპანიებს, ესენია:

  • შპს "გალტ ენდ თაგარტ ესპივი 2"
  • სს "ქაფითალ ქრაფთ"
  • შპს "სტარგეიტი"
  • შპს "ალფა პლიუს აქტივების მართვა"
  • შპს „ელისიუმ ასეტ მენეჯმენტი“
  • შპს "ფორსაით ინვესტმენტ გრუპ"
  • შპს "თიბისი აქტივების მართვა"
  • შპს "ნექსუს ასეტ მენეჯმენთ"

სპეციალური დეპოზიტარი კი, მხოლოდ სს „ხალიკ ბანკი საქართველოა“.

საინვესტიციო ფონდის, ისევე როგორც, საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები