მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო პროექტები გადავავადეთ, გაურკვევლობაში დიდი ხარჯების გაღება გამართლებული არაა - "სინომი რითეილი"

რეზო მაღალაშვილი

საცალო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, მიმდინარე წელს დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები გადაავადეს.

როგორც „სინომი რითეილის“ დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა BMG-ის განუცხადა, მათ მაღაზიების განახლებასთან დაკავშირებული რამდენიმე მილიონის მოცულობის ინვესტიციები გადაავადეს. მისი თქმით, ბიზნესი ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად უფრო სტაბილურ დროს ელოდება.

„დიდი საინვესტიციო პროექტებისგან თავი შევიკავეთ და 2025 წელს გადავწყვიტეთ, რომ უფრო ბიზნესის დასტაბილურებას და ეფექტურობის გაზრდას დავუთმოთ დრო და არა ახალ პროექტებს. 2026-2027-ში ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ახალი პროექტების განხილვა, რადგან ახალი სავაჭრო ცენტრები იხსნება. მაგალითად, რენოვაციების პროექტები გადავავადეთ, რომლებიც 11-12 წლისაა და რითეილ სექტორში თავიდან შენდება ხოლმე მაღაზიები, რაც საკმაოდ დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული.

ასეთი პროექტები გადავავადეთ, რადგან ცოტა გაურკვეველ ვითარებაში დიდი ხარჯების გაღება არ იყო გამართლებული. რამდენიმე მილიონიან ინვესტიციაზეა საუბარი, რომლის განხორციელებასაც 2025-ში ვფიქრობდით თავდაპირველად, თუმცა გადავავადეთ 2026-ში. იმედი მაქვს, თუ იქნება მეტად გარკვეული სიტუაცია, ამ პროექტებს უკვე მომავალ წელს განვახორციელებთ“, - განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები