მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო და კერძო სტრუქტურებს დისტანციურად მუშაობის რეკომენდაცია ეძლევა - პრემიერი

5e69d77fb21d3
ინგა მურუსიძე
12.03.20 10:40
8407
კორონავირუსის გავრცელების გამო, მთავრობა თავისსავე უწყებებს და კერძო სტრუქტურებს რეკომენდაციით მიმართავს, დისტანციური შრომის რეჟიმზე გადავიდნენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საქართველოს მთავრობას და ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას", - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები