მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში NGO-ები აღარ ჩაერთვებიან - კანონი III მოსმენით დაამტკიცეს

მათიკაშვილი

ერთპარტიულმა პარლამენტმა III მოსმენით „პარლამენტის რეგლამენტში“ ინიციირებულ ცვლილებებს 81 ხმით, 0-ის წინააღმდეგ მხარი ერთხმად დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება.

კერძოდ, საუბარია ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, როგორიცაა ცესკოს წევრების, საპროკურორო საბჭოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრების, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევაზე.

რეგლამენტის პროექტის თანახმად, ასევე იცვლება და ახლებურად ყალიბდება ცესკოს წევრის არჩევის პროცედურა. კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ისევე როგორც ეს ხდება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში.

აღნიშნული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე "ოცნების" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები