მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საჯარო სამსახურები იღვიძებენ" - პრეზიდენტი საგარეო უწყების თანამშრომელთა პროტესტზე

სალომე ზურაბიშვილი

"საჯარო სამსახურები იღვიძებენ" - ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ათობით თანამშრომლის განცხადებას, სადაც ისინი ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.

"საჯარო სამსახურები იღვიძებენ! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე განცხადებას ავრცელებს, სადაც დღევანდელ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ანტიევროპულ განცხადებას აკრიტიკებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას გაემიჯნენ თითქმის ყოველწუთიერად მზარდია. ამ დროისთვის [1:27 საათი] მათი რაოდენობა 77-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები